ფეხბურთი

14:24 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუმ ახსნა, რატომ ცხოვრობდა სასტუმროში

„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს გაუმხილა რატომ ცხოვრობდა სასტუმროში „მანჩესტერის“ თავკაცობისას.

„უნდა დამელაგებინა ოთახი და ამის სურვილი არ მქონდა. უნდა დამეუთოებინა. მაგრამ არ ვიცი ეს როგორ კეთდება. საჭმელი უნდა მომემზადებინა, მაგრამ, ერთადერთი რაც ვიცი, კვერცხის და ძეხვის შეწვაა.

ძალიან ცუდად ვიქნებოდი სახლში ან ბინაში. შესანიშნავ ნომერში ვცხოვრობდი. ეს არ იყო განცდა, რომ ერთი კვირის შემდეგ უნდა დამეტოვებინა იქაურობა. ყველაფერი ჩემი იყო. მქონდა ტელევიზორი, წიგნები და კომპიუტერი. როცა მინდოდა მოჰქონდათ ყავა, სადილი თუ ვახშამი.“ - ციტირებს მოურინიუს სიტყვრებს Goal.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11391