ფეხბურთი

0:08 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლსკიაერი "მანჩესტერის" ფეხბურთელებს: "თუ მომდევნო ორ მატჩს წავაგებთ, გამათავისუფლებენ"

ოლე გუნარ სოლსკიაერს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება ემუქრება. The Sun-ის ცნობით, ნორვეგიელის ბედს პრემიერლიგის მომდევნო ორი მატჩი გადაწყვეტს.

„წითელ ეშმაკებს“ კი საკმაოდ რთული კალენდარი აქვთ, რადგან „ტოტენჰემს“, მერე კი „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდებიან.

როგორც ცნობილია, სოლსკიაერი ფეხბურთელებსაც ესაუბრა და აცნობა, რომ თუ მომდევნო ორ მატჩში დამარცხდებიან, გუნდიდან გაათავისუფლებენ.

ნორვეგიელმა „მანჩესტერი“ ზუსტად ერთი წლის წინ ჩაიბარა, თუმცა მანკუნიანელებმა სეზონი წარუმატებლად დაიწყეს და პრემიერლიგაში 14 ტურის შემდეგ 18 ქულით მეცხრე საფეხურზე არიან. სოლსკიაერის მემკვიდრედ ყველაზე აქტიურად მაურისიო პოჩეტინო სახელდება.

0.109527