ფეხბურთი

20:44 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი "მილანს" შეუთანხმდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ დაბრუნება გადაწყვიტა. აღნიშნულ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, შვედმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და იტალიურ გრანდთან შეთანხმებას მიაღწია.

გარიგების ფინანსური დეტალები და კონტრაქტის ხანგრძლივობა არ ხმაურდება, მაგრამ ცნობილია, რომ იბრა იტალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდება, რადგან აჟამად კონტრაქტი არცერთ გუნდთან არ აკავშირებს.

ზლატანმა ლოს ანჯელეს „გალაქსი“ რამდენიმე კვირის წინ დატოვა და ევროპაში დაბრუნების მზადყოფნა გამოთქვა.

38 წლის შვედი „მილანის“ ღირსებას 2010-2012 წლებში იცავდა და 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა, ერთხელ კი სკუდეტო მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111473