ფეხბურთი

17:35 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "რონალდუზე ვიხუმრე, მას დიდ პატივს ვცემ"

„ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების წინ კრიშტიანუ რონალდუზე კომენტარი გააკეთა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

მოგვიანებით, ჰოლანდიელის ამის შესახებ განმარტების გაკეთება მოუწია და თქვა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

ვირჯილმა ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანს უპასუხა, რომლემაც სოციალურ ქსელში მისი კომენტარი გააზიარა და დაწერა: „კრიშტიანუ უდიდესი ფეხბურთელია, შენ არ ხარ მის ლიგაში“.

ვან დეიკის პასუხმა კი არ დააყოვნა:

„გამარჯობა პირს, თუ მხოლოდ სოციალურ ქსელში მოხვედრილ ქაოსს არ შეხედავთ და სრულ ინტერვიუს მოვისმენთ, მიხვდებოდით, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. მე ორივეს დიდი პატივს ვცემ (მესის და კრიშტიანუს - რედ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117281