ფეხბურთი

3:52 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

მაშინ, როდესაც France Football-ი ლიონელ მესის „ოქროს ბურთით“ აჯილდოვებდა, კრიშტიანუ რონალდუ იტალიის სერია A-ს 2018-2019 წლების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გალადაჯილდოებაზე, სადაც იტალიის ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელები დააჯილდოვეს, პორტუგალიელს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ერგო.

„ვეცდები იტალიურად ვისაუბრო... ჩემთვის პატივია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელობა. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და ყველა ფეხბურთელს, ვინც ხმა მომცა. შარშან ჩემი პირველი წელი იყო იტალიაში, რთულ ჩემპიონატში, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. მინდა, ეს წელიც ისეთივე იყოს, როგორც შარშან“, - აღნიშნა რონალდუმ.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში რონალდუმ სერია A-ში 31 მატჩი ჩაატარა და 21 გოლის გატანა მოახერხა. გეტყვით იმასაც, რომ კრიშტიანუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც პრემიერლიგის, ლა ლიგისა და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

0.113065