ფეხბურთი

17:57 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მონცას" პრეზიდენტი ბერლუსკონი: "დღევანდელ "მილანს" დავამარცხებთ"

იტალიის სერია C-ს დამაჯერებლად „მონცა“ ლიდერობს, რომლის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონია. ადამიანი, რომლის სახელსაც „მილანის“ დიდების პერიოდი უკავშრდება.

ბოლო ტურში ლომბარდიელებმა „ოლბია“ 3:0 დაამარცხეს და სილვიომ მატჩის შემდეგ იხუმრა:

„მონცა“ დღევანდელ „მილანსაც“ დაამარცხებს“, - თქვა ბერლუსკონიმ ხუმრობით.

აქვე გეტყვით, რომ „მონცას“ სერია C-ში 17 ტურის შემდეგ 42 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 13 ქულით უსწრებს. გუნდში ადრიანო გალიანიც მუშაობს, ხოლო მთავარი მწვრთნელი კრისტიან ბროკი გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.45242