ფეხბურთი

16:47 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" საუკეთესო სტარტი ბოლო 88 წლის განმავლობაში

მილანის „ინტერმა“ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და სერია A-ს ერთპიროვნულად ლიდერობს.

Opta-ს ინფორმაციით, „ნერაძურიმ“ ბოლო 88 წლის განმავლობაში პირველად მოახერხა ჩემპიონატის სტარტზე ჩატარებულ 14 მატჩიდან 12-ში გამარჯვების მოპოვება.

„ინტერს“ 14 ტურის შემდეგ 12 მოგებით, 1 ფრით, 1 წაგებითა და 37 ქულით პირველი პოზიცია უკავია. უახლოეს მდევარ „იუვენტუსს“ კი ერთი ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117667