ფეხბურთი

2:06 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერა: ისევ ორხელისუფლებიანობა

მე-15 ტურის გვიანი მატჩი საინტერესო გამოდგა. „ატლეტიკო“ არაფრით ჩამოუვარდებოდა „ბარსელონას,“ მაგრამ ყველაფერი გენიალური მესის ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა. ალბათ ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა.

მასპინძლები პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ და სამი კარგი მომენტი შექმნეს. ჯერ იყო და ფირპომ ჩაჭრა ბურთი საკუთარი კარისკენ, სტუმრები ძელმა გადაარჩინა. შემდეგ ერმოსო ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ტერ შტეგენმა მოიგერია. ტაიმის ბოლოს კი გერმანელმა მეკარემ სასწაული მოახდინა, როცა მორატას უხერხულ დარტყმას გაუმკლავდა. ერთი მომენტი „ბარსელონასაც“ ჰქონდა, პიკემ ხარიხას გაარტყა ბურთი.

მეორე ნახევარში მადრიდელებმა კატალონიელებს ტერიტორია დაუთმეს. თუმცა მომენტები ბევრი არ შექმნილა. უკვე ბოლო წუთები მიმდინარეობდა, როცა მესიმ საჯარიმოს ხაზთან სუარესთან „კედელი“ გაითამაშა და მარცხენა დაბალ კუთხეში „ჩასვა“ ბურთი.

ახლა „რეალს“ და „ბარსელონას“ 31-31 ქულა აქვთ და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. მესამეზე 30-ქულიანი „სევილიაა,“ მეოთხეზე კი „სოსიედადი“ (26).

ესპანეთი

პრიმერა. მე-15 ტური. 1 დეკემბერი

ატლეტიკო - ბარსელონა 0:1

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 64 226

0:1 მესი (86)

ატლეტიკო: ობლაკი, ტრიპიერი, ფელიპე, ერმოსო, საული, ტომასი, ერერა (ლოდი 87), კოკე, კორეა (ლემარი 73), ფელიში (ვიტოლო 66), მორატა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე (უმტიტი 83), ლანგლე, ფირპო, დე იონგი, რაკიტიჩი, არტური (ვიდალი 73), მესი, სუარესი, გრიზმანი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: მატეუ ლაოსი

გაფრთხილება: ტომასი (8), კორეა (21), ვიტოლო (69), ფელიპე (73); ფირპო (18), პიკე (32), რაკიტიჩი (51), ლანგლე (65)

სევილია - ლეგანესი 1:0

1:0 კარლოსი (63)

ბილბაო - გრანადა 2:0

1:0 გარსია (41 პენ), 2:0 ბერჩიჩე (83)

ესპანიოლი - ოსასუნა 2:4

1:0 როკა (20 პენ), 1:1 გარსია (6), 1:2 ავილა (49), 1:3 მონკაიოლა (84), 1:4 ტორესი (92 პენ), 2:4 კალიერი (93)

გაძევება: რონკალია (52 ოსასუნა)

ხეტაფე - ლევანტე 4:0

1:0 კაბრერა (54), 2:0 მოლინა (60 პენ), 3:0 ანხელი (67), 4:0 ტიმორი

0.114359