კალათბურთი

1:59 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "ბარსელონასთან" განადგურდა

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ „ბარსელონას“ ესტუმრა და უბრძოლველად, 71:103 დამარცხდა.

კატალონელთა უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე ნათელი იყო, მაგრამ განსაკუთრებით მეოთხე პერიოდში გამოიკვეთა, რომელიც „ბარსამ“ 20 ქულის სხვაობით, 28:8 მოიგო.

გუნდის დარად, თამაში გიორგი შერმადინსაც არ წაუვიდა, რომელმაც 23:12 წუთში მხოლოდ 8 ქულა დააგროვა. ამის მიუხედავად, ახლოს იყო ორმაგ დუბლთან, რადგან 9 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი საჯარიმო ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის მეორე მაჩვენებელი აღმოჩნდა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 6 გამარჯვების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 დეკემბერს, „მურსიას“ უმასპინძლებს.

0.118465