კალათბურთი

23:16 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე "გრან კანარიას" 8 ქულით დაეხმარა

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „ფუენლაბრადას“ უმასპინძლა და ადვილად, 102:78 იმარჯვა.

ქართველმა კალათბურთელმა 19:27 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 10-ს გაუტოლდა.

„გრან კანარიას“ 6 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს და მერვე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 7 დეკემბერს, „უნიკახას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113027