ფეხბურთი

13:45 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანტუში: "ვისურვებდი თუ არა საფრანგეთს და გერმანიას ჯგუფში? არა"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მტავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს რთული მეტოქეები ეყოლება, თუმცა არც პორტუგალიია სუსტი გუნდი.

"თეორიულად ყველაზე რთული ჯგუფი შეგვხვდა. მოწინააღმდეგეები ძლიერი ნაკრებები იქნებიან, თუმცა ჩემი გუნდიც დიდებულია. თუ შემეკითხებით ვისურვებდი თუ არა გერმანიას და საფრანგეთის მოხვედრას ჩვენ ჯგუფში გეტყვით, რომ არა. გერმანიის და საფრანგეთის მწვრთნელებსაც რომ კითხოთ ისინიც გიპასუხებენ, რომ ჩვენთან მოხვედრა არ ენდომებოდათ. შევეცდებით ტურნირისთვის კარგად მოვემზადოთ და ტიტული დავიცვათ." - განუცხადა სანტუშმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.

ევროპის ჩემპიონატის 2016 წლის გამარჯვებული პორტუგალია F ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები გერმანია, საფრანგეთი და ერთა ლიგის A დივიზიონის გამარჯვებული იქნება. თუ ამ უკანასკნელს რუმინეთი მოიგებს, მაშინ F ჯგუფში ერთა D ლიგის გამარჯვებული მოხვდება, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს.

0.120241