ფეხბურთი

13:15 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "წილისყრით კმაყოფილი ვარ"

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ევრო 2020-ის წილისყრით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ამსტერდამში ყველა თამაშს მოიგებენ.

"მთლიანობაში წილისყრით ბედნიერი ვარ. ჩვენ უკვე ვიცოდით რომ უკრაინასთან ერთად ვიქნებოდით ჯგუფში. ჰოლანდიას არ შეხვდა პორტუგალია, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო რთულ ჯგუფს ჩამოაყალიბებდა. ასევე, ჩვენ ავსტრია შეგვხვდა, რომელსაც აქამდე არ შევხვედრილვართ. ბოლო გუნდს კი დაველოდებით, ის შესაძლოა რუმინეთი იყოს ან სხვა რომელი ოთხი გუნდიდან. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ." - განუნცხადა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს კუმანმა.

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე უკრაინა, ავსტრია, მეოთხე გუნდი კი ჯერჯერობით გასარკვევია. თუ რუმინეთი ერთა A ლიგას მოიგებს, მაშინ ზემოთხსენებულ გუნდებს შეუერთდება, ხოლო თუ ვერ გაიმარჯვებს მაშინ D ლიგის გამარჯვებული აღმოჩნდება C ჯგუფში.

0.123042