ფეხბურთი

11:25 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: "ჯგუფიდან გასვლის დიდებული შანსი გვაქვს"

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ მის გუნდს ჯგუფიდან გასვლის დიდებული შანსი აქვს და ჰოლანდიასთან რთული დაპირისპირება ელოდება.

"ჯგუფში იოლი გუნდები არ გვეყოლება და ეს გათვითცნობიერებული გვაქვს. ჰოლანდიასთან პირველივე მატჩი რთული იქნება. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ. ჰოლანდიასთან გასვლაზე გვიწევს თამაში, ასე რომ რთული იქნება. ავსტრია ასევე რთული მეტოქე იქნება და ვნახოთ მეოთხე გუნდი ვინ იქნება ჯგუფში. უკრაინას ჯგუფიდან გასვლის დიდებული შანსი აქვს, მთავარი ტრავმები არ გვქონდეს." - განუცხადა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს შევჩენკომ.

უკრაინა C ჯგუფში ჰოლანდიის, ავსტრიის და ერთა ლიგის ან A ან D ჯგუფში გამარჯვებულს შეხვდება. D ჯგუფის პლეი-ოფის მატჩები 2020 წლის მარტში გაიმართება, საქართველო ნახევარფინალში ბელარუსს შეხვდება და თუ ფინალში გავიდა ან კოსოსვის ან ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში თუ რუმინეთი A ლიგაში გაიმარჯვებს C ჯგუფში მოხვდება, რადგან ამ ჯგუფის მატჩები ბუქარესტშიც უნდა გაიმართოს, ხოლო D ჯგუფის ტრიუმფატორი F ჯგუფში გერმანიასთან, პორტუგალიასთან და საფრანგეთთან გადანაცვლებს.

0.127989