ისტორია

9:35 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

1 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1922 – დაიბადა ვსევოლოდ ბობროვი. საბჭოთა ფეხბურთელი და ჰოკეისტი. როგორც ფეხბურთელი თამაშობდა მოსკოვის ცდკა-ში, ვვს-ში და “სპარტაკში”. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1946, 1947, 1948) და თასის ორგზის მფლობელი (1945, 1948). საკავშირო ჩემპიონატებში ჩაატარა 114 მატჩი, გაიტანა 99 გოლი. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 3 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. როგორც ჰოკეისტი ვსევოლოდ ბობროვი მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონია. წვრთნიდა საკავშირო ნაკრებს, რომელსაც 1973 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. ვსევოლოდ ბობროვი 1979 წლის 1-ელ ივლისს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1891 - ამერიკულ გაზეთებში პირველად გაჩნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ფიზიკური კულტურის კანადელმა პედაგოგმა ჯეიმს ნეისმიტმა ახალი თამაში, კალათბურთი გამოიგონა.

1930 - ინგლისელი რეთ ნიკოლზი პირველი პილოტი ქალი გახდა, რომელიც ევროპიდან ამერიკის კონტინენტზე გადაფრინდა.

1948 - ჰოლანდიელი დიდოსტატი პიტ როზენბერგი ასუჯრედიან შაშში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1955 - დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას პირველად ჩართეს ღამის განათება. ერთმანეთს ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები ხვდებოდნენ. შეხვედრა ალბიონელებმა 4:1 მოიგეს.

1956 - ალჟირელმა სტაიერმა ალენ მიმუნმა რიგით მეცამეტე ოლიმპიური მარათონული გარბენი მოიგო (2:25.00).

1959 - თბილისის “დინამომ” საფრანგეთში ტურნეს მსვლელობისას რეიმსში, ადგილობრივ “სტად დე რეიმსთან” 0:1 წააგო. “დინამო”: კოტრიკაძე, კესარევი, თორაძე, ჩოხელი, ცარიოვი, ზეინკლიშვილი, შაპოვალოვი (მელაშვილი), იამანიძე, კალოევი, ღოღობერიძე, მესხი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1967 - თბილისის “დინამომ” ირანული ტურნეს მსვლელობისას თეირანში, ადგილობრივ “დარაისთან” 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი გოჩა გავაშელმა გაიტანა. “დინამო”: ურუშაძე, პეტრიაშვილი, ჭელიძე, კანთელაძე, რეხვიაშვილი (ბორის სიჭინავა), კუტივაძე, ასათიანი (ქიქავა), დათუნაშვილი (ლ. ნოდია), მეტრეველი, გავაშელი, მესხი. გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.

1967 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მრავალი რეკორდის მფლობელმა უილტ ჩემბერლენმა ერთი ანტირეკორდიც დაამყარა. მან მატჩის მსვლელობისას 22 საჯარიმო ტყორცნა ააცილა მიზანს.

1970 - “პიტსბურგ პინგვინზი” ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) გაწევრიანდა.

1973 - ჯეკ ნიკლაუსი პირველი გოლფისტი გახდა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ორი მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

1974 - ჟაკლინ ჰანსენმა ქალტა შორის მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:43.54).

1984 - გრეგორი პეიჯმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯერი კოეტცი მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და WBA ასოციაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1988 - ტელეკომპანია NBC-მ ბარსელონას 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ტელეტრანსლაციის უფლების მოსაპოვებლად 401 მილიონი დოლარი გადაიხადა.

1990 - “ნიუ იორკ ნიკზის” მოთამაშე პატრიკ იუინგმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩში “შარლოტს” 50 ქულა ჩაუგდო. შეხვედრა “ნიკზმა” 113:96 მოიგო.

1991 - ჩოგბურთში დევისის თასისმეოთხმოცე გათამაშების ფინალში საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 3:1 მოუგო. მატჩი ლიონში ჩატარდა.

1994 - საკონტინენტთაშორისო თასზე (“ტოიოტას თასი”) არგენტინულმა “ველეს სარსფილდმა” “მილანს” 2:0 მოუგო. გოლები ტროტამ (პენალტით) და ასადმა გაიტანეს. მატჩი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ჩატარდა და მას 47 886 მაყურებელი დაესწრო. “ველეს სარსფილდი” (გუნდს კარლოს ბიანკი წვრთნიდა): ჩილავერტი, ტროტა, კარდოსო, ალმანდოსი, სოტომაიორი, ხიმესი, ბასედასი, ბასუალდო, პომპეი, ასადი, ფლორესი. “მილანი”: როსი, ტასოტი, ბარეზი, კოსტაკურტა, მალდინი, ალბერტინი, დონადონი, დესაი, ბობანი, სავიჩევიჩი (სიმონე), მასარო (პანუჩი). უხეში თამაშისთვის მინდვრიდან კოსტაკურტა გააძევეს.

1996 - ჩოგბურთში დევისის თასის 85-ე გათამაშების ფინალში საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა შვეციის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი შვედურ ქალაქ მალმიოში ჩატარდა.

1998 - საკონტინენტთაშორისო თასზე (“ტოიოტას თასი”) მადრიდის “რეალმა” ბრაზილიური “ვასკო და გამა” 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან ერთი გოლი რაულმა გაიტანა, ერთიც ნაზამ საკუთარ კარში ჩაჭრა. ბრაზილიელთა ერთადერთი საპასუხო ბურთი ჟუნინიოს ანგარიშზეა. ტოკიოში ჩატარებულ შეხვედრას 51 514 მაყურებელი დაესწრო. “რეალი” (გუნდს ვისენტე დელ ბოსკე წვრთნიდა): ილგნერი, პანუჩი, რობერტო კარლოსი, იერო, სანჩისი, რედონდო, რაული, მიატოვიჩი (იარნი), ფერნანდო სანსი, ზეედორფი, სავიო (შუკერი). “ვასკო და გამა”: კარლოს ჟერმანო, ვაგნერი (ვიტორი), ოდვანი, მაურო გალვაო, ლუიზინიო (გილერმე), ფელიპე, დონიზეტი, ჟუნინიო, ლუიზაო, რამონი (ვალბერი), ნაზა.

2002 - ჩოგბურთში დევისის თასის 91-ე გათამაშების ფინალში რუსეთის ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი პარიზში ჩატარდა.

2006 - შვედი ფორვარდი ჰენრიკ ლარსონი განათხოვრების წესით “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა.

2007 - დევისის თასი აშშ-ის ნაკრებმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც პორტლენდში მიმდინარე რუსეთთან მატჩის წყვილთა შეხვედრაში ამერიკელმა ტყუპმა ძმებმა ბობ და მაიკ ბრაიანებმა იგორ ანდრეევისა და ნიკოლაი დავიდენკოს ტანდემი 7-6, 6-4, 6-2 დაამარცხეს და გუნდური ანგარიში 3:0 გახადეს. ამერიკის ნაკრებმა 1995 წლიდან მოყოლებული პირველად მოახერხა დევისის თასის დასაკუთრება.

2013 - “საუთჰემპტონთან” 3:1 მოგებული მატჩი, ლონდონის “ჩელსის” კაპიტან ჯონ ტერისთვის მე-400-ე თამაში იყო ინგლისის პრემიერლიგაში. 32 წლის მცველი 1998 წლიდან “არისტოკრატთა” უცვლელი წევრია და ამ კლუბის მაისურით პრემიერლიგაში ჩატარებულ საიუბილეო მატჩში 34-ე გოლი გაიტანა.

2013 - „ბასტიას“ 34 წლის მეკარემ, მიკელ ლანდრომ, ლიგა ერთში, 602-ე თამაში ჩაატარა და ამ მხრივ რეკორდსმენ ჟან-ლუკ ეტორის გაუტოლდა. „ევიანთან“ გამართულ მატჩში, ლანდრომ, ერთ ეპიზოდში, გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. საბოლოოდ, „ბასტიამ“ 2:0 მოიგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1922 - ვსევოლოდ ბობროვი. საბჭოთა ფეხბურთელი და ჰოკეისტი. როგორც ფეხბურთელი თამაშობდა მოსკოვის ცდკა-ში, ვვს-ში და “სპარტაკში”. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1946, 1947, 1948) და თასის ორგზის მფლობელი (1945, 1948). საკავშირო ჩემპიონატებში ჩაატარა 114 მატჩი, გაიტანა 99 გოლი. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 3 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. როგორც ჰოკეისტი ვსევოლოდ ბობროვი მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონია. წვრთნიდა საკავშირო ნაკრებს, რომელსაც 1973 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. ვსევოლოდ ბობროვი 1979 წლის 1-ელ ივლისს გარდაიცვალა.

1943 - ორტონ ენდერლეინი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოციგავე. 1964 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1946 - ჰო იუნ ლი. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ტყვიის მსროლელი. მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1950 - სერგეი კუზნეცოვი. ვოროშილოვგრადის (ლუგანსკის) “ზარიას” ნახევარმცველი. 1972 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1954 - ალეკსანდრ ბოიკო. კიევის “დინამოს” ნახევარმცველი. 1980 და 1981 წლებში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

1955 - უვე ბენტერი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნიჩბოსანი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1955 - ლიუდმილა ჩერნოვა. საბჭოთა მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1958 - მიოდრაგ იეჟიჩი. ფეხბურთის სერბი სპეციალისტი. სოფიის ცსკა-ს ყოფილი მთავარი მწვრთნელი. გუნდს ბულგარეთის ჩემპიონობა და უეფას თასის ჯგუფური ეტაპის საგზური მოაპოვებინა.

1958 - ხავიერ აგირე. მექსიკელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. “ატლანტეს”, “პაჩუკას”, მექსიკის ნაკრების (2001-02), “ოსასუნას” (2002-06), მადრიდის “ატლეტიკოს” (2006-09) დამრიგებელი. მექსიკის ნაკრებს კონკაკაფის ოქროს თასი მოაგებინა (2009). მოთამაშეობისას მექსიკის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი.

1959 - მარიო ბერეტა. “პარმას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი.

1964 - სალვატორე (ტოტო) სკილაჩი. იტალიის ნაკრების (1990-91), “მესინას” (1982-89), ტურინის “იუვენტუსის” (1989-92), მილანის “ინტერის” (1992-94) და იაპონური “ჯუბილო ივატას” თავდამსხმელი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. 6 გოლით გახდა მუნდიალის ბომბარდირი და დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 16 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. 1990 წელს მოიპოვა უეფას თასი. ოფიციალურ დონეზე ჩაატარა 417 მატჩი, გაიტანა 154 გოლი.

1968 - ანდერს ჰოლმერცი. შვედი მოცურავე. 400 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი.

0.135755