კალათბურთი

2:56 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას და "ბასკონიას" ცუდი დღეები

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „მორაბანკ ანდორას“ ესტუმრა და უბრძოლველად, 82:97 დამარცხდა.

მასპინძლები მთელი თამაში დომინირებდნენ და საბოლოო შედეგიც სრულიად ლოგიკური გახლდათ. ვიტორიელთა ქართველ ლიდერს კი, ბოლო ხანს აღარ მისდის ძველებურად თამაში და ეს მისი გუნდის შედეგებზეც აისახა.

თორნიკემ 25:05 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი მხოლოდ 9 შეადგინა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 1 საჯარიმო ააცილა.

„ბასკონია“ მეტად წარუმატებელ სეზონს ატარებს, 5 გამარჯვების წილ 6 მარცხი აქვს და მხოლოდ მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი, 8 დეკემბერს, „ჟუვენტუტს“ დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112335