ფეხბურთი

23:57 | 30.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო წუთზე გატანილი გოლით "რუბინი" მარცხს გადაურჩა (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგაში ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ლეგიონერემა ხვიჩა კვარცხელიამ გოლი გაიტანა. ყაზანური გუნდი გროზნოში, „ახმატს“ ესტუმრა და მსაჯის კომპენსირებულ დრომდე მარცხდებოდა, მაგრამ ჩვენებურის გოლით შინ ქულით დაბრუნდა.

მსაჯმა შეხვედრას 2 წუთი დაამატა და ეს დრო ამოწურული იყო, მაგრამ ხვიჩამ ბოლო შეტევა შედეგიანი დარტყმით დაასრულა. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში მეორე გოლის გატანა შეძლო, მანამადე პირველ ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ დაამწუხრა.

კვარაცხელია მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ბექა მიქელთაძე კი განაცხადში არ ყოფილა.

„რუბინს“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება, რაც საპლეი-აუტო ზონაა.

0.123613