კალათბურთი

16:39 | 30.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 18 ქულა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა”. ქართველი კალათბირთელის გუნდი შინ „იოვა სტეიტს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 84:76 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა თამაში ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც სანდრომ 18 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილმა 4-დან 3 სამქულიანი, 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ამ გამარჯვების შემდგომ „სეტონ ჰოლს“ 6 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს მომდევნო შეხვედრას კი 9 დეკემბერს კვლავ „იოვა სტეიტის“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111132