ჭიდაობა

15:10 | 30.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქროს შანსი - კენჭაძე და ოდიკაძე მოსკოვის გრან-პრის ფინალში არიან

29 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქში სტარტი აიღო საერთაშორისო გალა-ტურნირმა მოსკოვის გრან-პრიმ, რომელიც არასტანდარტული ფორმატით იმართება.



გუშინ პირადი პირველობა გაიმართა სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა (74 კგ) ავთო კენჭაძემ და მსოფლიოს პრიზიორმა ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) ფინალში გასვლა შეძლეს და ავტომატურად მოიპოვეს მსოფლიოს ნაკრებში ჭიდაობის უფლება, როგორც წინასწარ იყო დაგეგმილი ფინალისტები მსოფლიოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ და რუსეთს დაეჭიდებიან.

კენჭაძე მისთვის ნაცნობ მეტოქეს ტიმურ ბიჟოევს შეხვედება, აზერბაიჯანელი ჰაჯიმურად გაჯიევი კი 12-2 დაამარცხა.

მძიმეწონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე რომელიც გენო პეტრიაშვილის ნაცვლად ასპარეზობს, ფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ბილიალ მახოვს დაეჭიდება, ოდიკაძემ ბელარუს პიასნიაკს იოლად 10-0 მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ ბრინჯაოს მედალი უკვე მოიპოვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა. ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ შეხვედრაში გვინეის წარმომადგენელს 5-3 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ფინალური შეხვედრები დღეს, 30 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

0.112512