ფეხბურთი

19:31 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი: "მოსკოვში მახე დაგვიგეს და სასტუმროში ათი მოდელი გოგო დაგვახვედრეს"

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პასკალ სიგანმა 2003-2004 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩისწინა დღე გაიხსენა. ფრანგმა აღნიშნა, რომ მასპინძლებმა სასტუმროში რუსი მოდელი გოგონები დაახვედრეს, თუმცა ეს მახე იყო.

რუსების განზრახვა ნათელი გახლდათ - სურდათ თამაშის წინ „არსენალის“ ფეხბურთელები დაეღალათ, რომ შემდეგ მათ წინააღმდეგ თამაში გამარტივებოდათ.

„როდესაც მოსკოვის სასტუმროში მივედით, 10 მოდელი დაგვხვდა, რომლებიც ჩვენ გველოდებოდნენ, ბარის წინ ისხდნენ. მოგვიანებით გვითხრეს, რომ ისინი სპეციალურად დაგვახვედრეს, რომ თამაშის წინ დავღლილიყავით.

ის თამაში არ წავაგეთ და თუ სწორად მახსოვს, არცერთი ფეხბურთელი არ ყოფილა იმდენად სულელი, რომ ამ ხაფანგში ჩავარდნილიყო“, - თქვა სიგანმა.

საბოლოოდ, თამაში ფრედ, 0:0 დასრულდა, ეს მეორე ტურის დაპირისპირება იყო, ხოლო ჯგუფიდან „არსენალიც“ გავიდა და „ლოკომოტივიც“, რუსებმა ჯგუფში მილანის „ინტერი“ ჩატოვეს, რომელსაც იური სიომინის გუნდმა ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა, თორემ ისე, ორივე გუნდმა 8-8 ქულა დააგროვა.

0.128788