უეფას ვებგვერდმა ევროპა ლიგის მეხუთე ტურის შემდეგ სიმბოლური ნაკრები შეადგინა. კვირის საუკეთესო 11-ეულში ყველაზე მეტი, ორ-ორი წარმომადგენელი კიევის „დინამოს“ და სტამბოლის „ბეშიქთაშს“ ჰყავთ.
მეკარე: იან სომერი („გლადბახი“)
მცველები: ჯანერ ერკინი („ბეშიქთაში“), გიორგოს მერკისი („აპოელი“), ენცო როკო („ბეშიქთაში“), ნუნუ სეკეირა („ბრაგა“)
ნახევარმცველები: ვიქტორ ციგანკოვი („დინამო კიევი“), ბრუნო ფერნანდეში („სპორტინგი“), ლორენცო პელეგრინი („რომა“), ბენჟამინ ვერბიჩი („დინამო კიევი“)
თავდამსხმელები: ალფრედო მორელოში („რეინჯერსი“), ვინსენ აბუბაკარი („პორტუ“)