ფეხბურთი

16:27 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„დორტმუნდი“ სანჩოს გაყიდვას ზამთარში შეეცდება

დორტმუნდის „ბორუსიის“ ხელმძღვანელობა მოწადინებულია ინგლისელი გარემარბი, ჯეიდონ სანჩო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდოს - გვამცნობს The Independent.

„დორტმუნდში“ სანჩოს უდისციპლინობით არიან უკმაყოფილო. ასევე იმით, რომ ფეხბურთელის წარმომადგენლებმა ადრევე თავად დაიწყეს ტრანსფერზე მუშაობა. გამოცემის ინფორმაციით, ბოლო დროს კლუბისა და სანჩოს წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა.

19 წლის სანჩოს გადაბირება „მანჩესტერ იუნაიტედს,“ „ლივერპულსა“ და მადრიდის „რეალს“ სურთ. გერმანული კლუბი ჭაბუკ ინგლისელს 100 მილიონ გირვანქას (117,3 მილიონი ევრო) აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132912