სხვა

14:15 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყვარელმა მეორე ადგილი შეინარჩუნა

საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში, აჭარის გუნდი ხელვაჩაურის არენაზე დამარცხდა ყვარელთან 26-31. უმაღლესი ლიგის ტურნირი 2020 წლის იანვარში განახლდება.

მოგების შემთხვევაში მასპინძლები მეორე ადგილზე გადადოდნენ და აჭარელებმა საკმაო წინააღმდეგობაც გაუწიეს ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონსა და ბოლო გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორს. შესვენებაზე ყვარელი მხოლოდ 1 ბურთით იყო წინ, (14-13), თითქმის მთელი მეორე ნახევარი კი სხვაობა 2-3 ბურთი იყო. ასე გაგრძელდა ბოლო წუთებამდე, როდესაც ყვარლელების უპირატესობა გამოიკვეთა - 31-26. გამარჯვებულ გუნდში 9-9 გოლი გაიტანეს გამთამაშებელმა თინათინ ქიტესაშვილმა და მარჯვენაფლანგელმა მარიამ თავღორიშვილმა, ხოლო მასპინძელთა შორის საუკეთესო იყო ხაზის მოთამაშე მარიამ დვალიშვილი - 13 გოლი.

სამწუხაროდ, სამტრედიის გუნდი დღესაც არ გამოცხადდა თამაშზე და 0-10 ჩაეწერა თბილისის მამულთან.

უმაღლესი ლიგის რვავე გუნდს 5-5 მატჩი აქვს გამართული. 10 ქულით ლიდერობს თბილისის ქარიშხალა, შემდეგ 8 ქულით მოდის ყვარელი, 5-5 აქვთ აჭარის გუნდსა და ფოთის ოქრო ვერძს, 4 - მამულს, 2- პეგასს.

პირველი წრის დარჩენილი 8 მატჩი 2020 წლის დასაწყისში გაიმართება. სულ გუნდები ორ წრედ ითამაშებენ, 4 საუკეთესო კი საქართველოს 2020 წლის ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე:

https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 29 ნოემბერი, ხელვაჩაური

აჭარა - ყვარელი 26-31

აჭ: ქარჩავა, გორგოშიძე - დვალიშვილი 13, კომახიძე 7, ქამაშიძე 3, კოჩალიძე 3, ცივნარიძე, გაგნიძე, აბულაძე

ყვ: ამონაშვილი - თავღორაშვილი 9, ქიტესაშვილი 9, აფციაური 5, სურამლიშვილი 5, მ. ტეტოშვილი 2, სმოიანი 1, იოსებაშვილი, ქოჩორაშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი - თ. ბჟალავა, დელეგატი: ლ. მარგიანი

სამტრედია - მამული 0-10

---------------თ---მ---ფ---წ--------ბ-------ქ

ქარიშხალა-----5---5---0---0---141-118--10

ყვარელი-------5---4---0---1---150-109---8

სამტრედია----5---3---0---2----79-77-----6

აჭარა----------5---2---1---2---115-96----5

ფოთი----------5---2---1---2----96-81----5

მამული--------5---2---0---3---112-124--4

პეგასი----------5---1---0---4--106-134---2

წყალტუბო----5---0---0---5---69-129----0

პირველი წრის ბოლომდე:

ქარიშხალა - სამტრედია, პეგასი - აჭარა

პეგასი - სამტრედია, ქარიშხალა - აჭარა

ფოთი - ყვარელი, წყალტუბო - მამული

ფოთი - მამული, წყალტუბო - ყვარელი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116282