ფეხბურთი

13:53 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: „მესი ძალიან მომწონს, მაგრამ „ოქროს ბურთი“ ვან დეიკმა დაიმსახურა“

„ლივერპულის ყოფილმა კაპიტანმა, ამჟამად კი შოტლანდიური „რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლიონელ მესის დიდი პატივისცემის მიუხედავად, „ოქროს ბურთს“ მერსისაიდელთა ჰოლანდიელი მცველი, ვირჯილ ვან დეიკი იმსახურებს.

„დიახ, მე ლიონელ მესის დიდი გულშემატკივარი ვარ. ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი. მას უკვე უხერხულად ბევრი გოლი და შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა.

მაგრამ თუ სეზონის განმავლობაში ერთი მოთამაშის სტაბილურობას გავითვალისწინებთ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაშიც გაიმარჯვა და ყოველ მატჩში შესანიშნავი იყო, ეს ნიშნავს, რომ „ოქროს ბურთი“ ვან დეიკმა უნდა მოიგოს.“ - ციტირებს ჯერარდის სიტყვებს Goal.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111136