თამაშგარე

12:20 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაროლინა სანჩესმა პრინციპები უარყო

ურუგვაის ნაკრების თილისმად სახელდებული მოდელი კაროლინა სანჩესი დიდი ხანია მანძილზე კი იძახდა, მშობლიურ მონტევიდეოს ცოცხალი თავით არ დავტოვებ და სამუშაოდ ევროპაში არასოდეს წავალო, მაგრამ მისი დანაპირები ოკეანის წყალმა წაიღო, როდესაც მილანურმა სამოდელო სახლმა სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა.

აღნიშნული კონტრაქტის დეტალები სამწუხაროდ არაა საჯარო და სიმართლე რომ ვთქვათ დიდად არც გვაინტერესებს. თუმცა ის კი უეჭველად უნდა ვივარაუდოთ, რომ მილანური სააგენტო ურუგვაელ ლამაზმანს მართლა მსუყე კონტრაქტს გაუფორმებდა იმის სანაცვლოდ საკუთარი პრინციპები ერთხელ და სამუდამოდ რომ დაევიწყებინა.

კაროლინა სანჩესი სამხრეთ ამერიკაში ცხოვრების დროს მოდელობის გარდა მსახიობობითაც იყო დაკავებული და მისი მრავალი კოლეგის მსგავსად სამხრეთ ამერიკულ სერიალებში იღებდა მონაწილეობას. ეს სერიალები რომ არა მხოლოდ თამამი ფოტოსესიებით ურუგვაიში ცხოვრების ლელო ვის გაუტანია?!...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.185262