ფეხბურთი

10:51 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა და კლოპი ინგლისის მწვრთნელთა დიდების დარბაზში შეიყვანეს

28 ნოემბერს, მანჩესტერში, ასოციაციის მწვრთნელთა ლიგის (LMA) საგანგებო ვახშამი გაიმართა, რომლის განმავლობაშიც „მანჩესტერ სიტის“ და „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელები, ხოსეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი, წარმატებული მუშაობისთვის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ორივე სპეციალისტს საგანგებო ვერცხლის სასალათეები გადასცეს ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა და დიდების დარბაზის წევრმა, სერ ალექს ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კლოპის ხელმძღვანელობით „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. გვარდიოლამ კი შინაური თრებლი შეასრულა: მოიგო პრემიერლიგა, ასოციაციისა და ლიგის თასები. „ქალაქელები“ ინგლისის პირველი კაცთა გუნდი გახდნენ, რომელმაც ერთ სეზონში სამივე ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115084