ფეხბურთი

9:07 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ასტანას“ მცველი შომკო: შვილიშვილებს მოვუყვები, რომ ოდესღაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ გავუტანე“

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამარჯვების შემდეგ (2:1), „ასტანას“ მცველმა, დმიტრი შომკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინგლისელთა კარში გატანილი გოლის შესახებ ერთხელაც შვილიშვილებს მოუყვება. 29 წლის ფეხბურთელი პირველი გოლის ავტორი გახდა.

„სტადიონი გადაჭედილი იყო და წლევანდელ სეზონში „ასტანა არენაზე“ ბოლო მატჩში გულშემატკივრები გავახარეთ. ყოველ წელიწადს არ ვეთამაშებით ასეთ დიდ გუნდებს. უბედნიერესები ვართ, რომ გავიმარჯვეთ.

შვილიშვილებს მოვუყვები, რომ ოდესღაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ გავუტანე. თუმცა, სინამდვილეში მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გამოიჩინა თავი, მთავარია, რომ გავიმარჯვეთ.“

L ჯგუფში ხუთი ტურის შემდეგ, 10 ქულით „მანჩესტერი“ ლიდერობს და პლეი ოფში უკვე გასულია, სამქულიანი „ასტანა“ კი ბოლო, მეოთხე ადგილზეა.

0.120836