ფეხბურთი

23:44 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

Bild: ოთხ ინგლისურ კლუბს ჰავერცის შეძენა უნდა

პრემიერლიგის კლუბებს "მანჩესტერ იუნაიტედს", "ჩელსის", "ლივერპულს" და "მანჩესტერ სიტის" გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ლევერკუზენის" შემტევი ნახევარმცველის კაი ჰავერცის დამატება უნდათ. როგორც Bild-ი იუწყება, კლუბები ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.

ჯერჯერობით მოლაპარაკების დეტალები უცნობია, თუმცა გერმანული გამოცემის ინფორმაციით, "ბაიერი" ფეხბურთელს 100 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ნაკლებად არ გაყიდის. ჰავერცი "ლევერკუზენის" პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ ჩატარებულ 121 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112228