ფეხბურთი

9:47 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ყველაფერი ისევ „ლივერპულის“ ხელშია. ზალცბურგში მოსაგებად ჩავალთ“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩის შემდეგ (1:1), ჟურნალსტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„კარგად ვერ ვითამაშეთ. განსაკუთრებით პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთით ვარ უკმაყოფილო. არც მეორე ნახევარი ყოფილა იოლი. მხოლოდ ერთი თუ ორი ნაღდი მომენტი შევქმენით, რაც საკმარისი არ არის. თუმცა, მეტი სათამაშო დროის განმავლობაში მეტოქე წნეხის ქვეშ გვყავდა.

„ნაპოლიმ“ თვისი ამოცანა შეასრულა. ისინი თავს ისე იცავდნენ, როგორც საჭირო იყო.

თუმცა, ყველაფერი ისევ ჩვენს ხელთაა. ზალცბურგში მოსაგებად ჩავალთ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121174