ფეხბურთი

3:55 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ბარსელონა" და "ლაიფციგი" პლეი-ოფში, "ლივერპული" საფრთხეში (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტთა სია გაიზარდა და პლეი-ოფში კატალონიის „ბარსელონა“ და „ლაიფციგი“ ითამაშებენ. დანარჩენი კი, დასკვნით, მეექვსე ტურში უნდა უნდა გაირკვეს.

E ჯგუფი

E ჯგუფში ყველაფერი ღიაა, ორი საგზურისთვის სამი გუნდი იბრძვის - „ლივერპული“, „ნაპოლი“ და „ზალცბურგი“. ერთადერთი, რაც ახლა ვიცით, ისაა, რომ „გენკი“ ბოლო ადგილს თავს ვერ დააღწევს.

ბელგიურმა გუნდმა „ზალცბურგთან“ შინ 1:4 წააგო და თვითონ შანსი დაკარგა, მაგრამ ავსტრიულ გუნდს გაუჩნდა ჩინებული შესაძლებლობა, რომ დიდი სენსაცია მოახდინოს. პარალელურად, „ლივერპული“ „ენფილდ როუდზე“ ერთობ უნიათოდ და უფერულად ირჯებოდა „ნაპოლისთან“ და ორი ქულას უსაფუძვლოდ არ დაუკარგავს - 1:1.

„ლივერპული“ 10 ქულით ლიდერია, შემდეგ „ნაპოლი“ მოდის 9 ქულით, ხოლო მესამეზე „ზალცბურგია“ 7 ქულით. ბოლო ტურში „ნაპოლი“ „გენკს“ უმასპინძლებს და ფრეც ჰყოფნის პლეი-ოფში გასასვლელად (შეიძლება წაგების შემთხვევაშიც გავიდეს), გაცილებით დიდი ინტერესია „ზალცბურგი“ – „ლივერპულის“ მატჩისადმი. ინგლისელები ავსტრიელებს 3 ქულით უსწრებენ, მაგრამ „ენფილდ როუდზე“ მხოლოდ 4:3 აქვთ მოგებული. შესაბამისად, თუ იურგენ კლოპის გუნდი „ზალცბურგთან“ წააგებს (0:1, 1:2, 2:3 ან უფრო დიდი სხვაობით) ჯგუფში ჩარჩება. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში „წითლები“ მხოლოდ „გენკის“ იმედად თუ იქნებიან, რომელმაც ნეაპოლში უნდა მოიგოს. მოკლედ თუ „ლივერპული“ წააგებს და „ნაპოლი“ არ წააგებს, მოქმედი ჩემპიონი უსათუოდ ჯგუფში ჩარჩება.

„გენკი“ – „ზალცბურგი“ 1:4 (0:2) VIDEO

გენკი, “ლუმინუს არენა“

მაყურებელი: 17 284

„გენკი“ (4-3-3): ჩუჩკე; მაეჰლი, დევასტი, ლუკუმი, დე ნორი; ბერგი, კუესტა, ჰროსოვსკი (ონუაჩუ 59); იტო (ჰაჯი 79), სამატა, პანსტილი (ბონგონდა 65)

მწვრთნელი: ჰანეს ვოლფი

„ზალცბურგი“ (4-4-2): მიგელი; კრისტენსენი, ონგუენი, ვიობერი, ულმერი; მვეპუ, მინამინო (ვალიჩი 89), იუნუზოვიჩი, შობოშლაი (ოკუგავა 80); დიაკა (ჰოლანდი 62), ჰვანი

მწვრთნელი: იეს მარში

გოლები: 0:1 დაკა (43), 0:2 მინამინო (45), 0:3 ჰვანი (69), 1:3 სამატა (85), 1:4 ჰოლანდი (87)

გაფრთხილება: სამატა (74) - იუნუზოვიჩი (21), კრისტენსენი (46)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 10 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:8 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მატიას გესტრანიუსი (ფინეთი)

„ლივერპული“ – „ნაპოლი“ 1:1 (0:1) VIDEO

ლივერპული, „ენფილდ როუდი“

მაყურებელი: 52 128

„ლივერპული“(4-3-3): ალისონი; გომესი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 57), ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ფაბინიო (ვეინალდუმი 19), ჰენდერსონი, მილნერი (ალექსანდერ-არნოლდი 78); სალაჰი, ფირმინო, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„ნაპოლი“ (5-3-2): მერეტი; დი ლორენცო, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, მანოლასი, მარიო რუი; ფაბიან რუისი, ზიელინსკი (იუნესი 85), ალანი; მერტენსი (ელმასი 81), ლოსანო (ლორენტე 72)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 მერტენსი (21), 1:1 ლოვრენი (65)

გაფრთხილება: რობერტსონი (90) - კულიბალი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 3 (1) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

F ჯგუფი

კატალონიის „ბარსელონამ“ ლიონელ მესის ლიდერობით დორტმუნდის „ბორუსია“ უშანსოდ დაამარცხა და მერვედფინალის საზგურთან ერთად პირველი ადგილიც გაიფორმა. მესი კი მართლაც დიდებული იყო და ლუსიენ ფავრის გუნდმა არგენტინელ სუპერვარსკვლავს ვერაფერი დაუპირისპირა. „ბარსას“ 11 ქულა გაუხდა და პირველ პოზიციაში ვერავინ შეეცილება.

პარალელურად მილანის „ინტერმა“ პრაღაში „სლავიას“ უმძიმეს ბრძოლაში 3:1 მოუგო. იტალიელებს ორი გოლი გააუქმეს და დიდი უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ მე-80 წუთამდე ანგარიში საყაიმო გახლდათ და ანტონიო კონტეს ნერვიულობა მოაუხდა. თუმცა, საბოლოოდ, „ნერაძურიმ“ მიზანს მიაღწია და იმარჯვა. შედეგად, „სლავიას“ ბოლო საფეხურს წყალი აღარ გაუვა, ხოლო მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. „ინტერსა“ და „დორტმუნდს“ 7-7 ქულა აქვთ, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში მილანელები უპირტესობას ფლობენ და ამიტომ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი. უბრალოდ ისაა, რომ „ინტერი“ ბოლო ტურში „ბარსელონას“ ხვდება და „დორტმუნდი“ – „სლავიას“. კალენდარი იტალიურ გრანდს გაცილებით რთული აქვს და ვნახოთ რა მოხდება დასკვნით 90 წუთში.

„ბარსელონა“ – „დორტმუნდი“ 3:1 (2:0) VIDEO

ბარსელონა, „კამპ ნოუ“

მაყურებელი: 90 071

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, უმტიტი, ლენგლე, ჟუნიორ ფირპო; რაკიტიჩი (ვიდალი 78), ბუსკეტსი, დე იონგი; მესი, სუარესი (ვაგე 90), დემბელე (გრიზმანი 26)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; პიშჩეკი (ზაგადუ 76), აკანჯი, ჰუმელსი, შულცი (სანჩო 46); ვაიგლი (ვაიგლი 85), ვიტსელი; ჰაკიმი, ბრანდტი, გერეირო; როისი

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 1:0 სუარესი (29), 2:0 მესი (33), 3:0 გრიზმანი (67), 3:1 სანჩო (77)

გაფრთხილება: მესი (51), ბუსკეტსი (71) - გერეირო (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 1:0 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

„სლავია“ – „ინტერი“ 1:3 (1:1) VIDEO

პრაღა, „სინობო სთედიუმი“

მაყურებელი: 19 370

„სლავია“ (4-2-3-1): კოლარი; კუფალი, კუდელა, ფრიდრიხი (ტაკაში 83), ბორილი; ჰუშბაუერი (ზელენი 70), სუჩეკი; სევჩიკი, სტანჩუ (ტრაორე 58), მასოპუსტი; ოლაინკა

მწვრთნელი: ინდრიხ ტრპისოვსკი

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი; კანდრევა, ვესინო (ესპოზიტო 80), ბორხა ვალერო (გალიარდინი 77), ბროჟოვიჩი, ბირაგი (ლაზარო 76); ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (19), 1:1 სუჩეკი (37, პენ), 1:2 ლუკაკუ (81), 1:3 ლაუტარო მარტინესი (88)

გაფრთხილება: კუდელა (52) - ვესინო (12), ლაუტარო მარტინესი (24)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 13 (5) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 2:0 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)

G ჯგუფი

დღის კიდევ ერთი მერვედფინალისტის ვინაობა G ჯგუფიდან გაირკვა, სადაც „ლაიფციგს“ ბედმა გაუღიმა და ისტორიაში პირველად ითამაშებს პლეი-ოფში. იულიან ნაგელსმანის გუნდი 90-ე წუთამდე ლისაბონის „ბენფიკასთან“ ორბურთიანი სხვაობით აგებდა და წაგების შემთხვევაში სულაც ვერ იფორმებდა მერვედფინალის საგზურს, მაგრამ მსაჯის კომპენსირებულ დროში ემილ ფორსბერგის შეჩერება შეუძლებელი გახდა. შვედმა პორტუგალიელებთან დუბლი შეასრულა და „ლაიფციგი“ მერვედფინალში გაიყვანა, „ბენფიკას“ კი ჯგუფიდან გასვლის შანსი მოუსპო.

მეორე ადგილისთვის აქ „ლიონი“ და „ზენიტი“ იბრძვიან. რუსებმა ფრანგებს შინ 2:0 აჯობეს და ახლა ორივეს 7-7 ქულა აქვთ. „ზენიტის“ უპირატესობა პირად დაპირისპირებებში მდგომარეობს და ამიტომაც, მცირედით უფრო მეტი შანსი აქვს, რომ მერვედფინალში გავიდეს.

„ზენიტი“ – „ლიონი“ 2:0 (1:0) VIDEO

სანქტ-პეტერბურგი, „გაზპრომ არენა“

მაყურებელი: 51 183

„ზენიტი“ (4-4-2): კერჟაკოვი; კარავაევი, ივანოვიჩი, რაკიცკი, სანტოსი; კუზიაევი (სუტომინი 90), ბარიოსი, ოზდოევი, დრიუსი (ჟირკოვი 81); აზმუნი (იეროხინი 83), ძიუბა

მწვრთნელი: სერგეი სემაკი

„ლიონი“ (5-4-1): ლოპეში; დუბუა, მარსელო, ანდერსენი (გუირი 83), დენაიერი, მარსალი (კონე 58); ტრაორე, რეინ-ადელაიდი, ტუსარი, კორნე (ჩერკი 74); დემბელე

მწვრთნელი: რუდი გარსია

გოლები: 1:0 ძიუბა (42), 2:0 ოზდოევი (84)

გაფრთხილება: კუზიაევი (16), ბარიოსი (57), ოზდოევი (73), რაკიცკი (89) - ანდერსენი (29), მარსალი (43), დუბუა (44)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 10 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

„ლაიფციგი“ – „ბენფიკა“ 2:2 (0:1) VIDEO

ლაიფციგი, „რედ ბულ არენა“

მაყურებელი: 38 339

„ლაიფციგი“ (4-4-2): გულაში (მვოგო 64); კლოსტერმანი, ამპადუ (მუკიელე 56), უპემეკანო, სარაჩი (შიკი 70); ზაბიცერი, ლაიმერი, დემე, ფორსბერგი; ნკუნკუ, ვერნერი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

„ბენფიკა“ (4-4-2): ვლაჩოდიმოსი; ალმეიდა, დიაში, ფერეირა, გირმალდო; პიცი (კაიო 90), ტაარაბტი, გაბრიელი, სერვი; ჩიკინიო, ვინისიუსი (დე ტომასი 82)

მწვრთნელი: ბრუნო ლაგე

გოლები: 0:1 პიცი (20), 0:2 ვინისიუსი (59), 1:2 ფორსბერგი (90, პენ), 2:2 ფორსბერგი (90)

გაფრთხილება: ტაარაბტი (52), დიაში (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (10) – 8 (4) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ხესუს ხილი (ესპანეთი)

H ჯგუფი

H ჯგუფში ამსტერდამის „აიაქსმა“ „ლილს“ ძალიან ადვილად მოუგო, მაგრამ ჯგუფიდან გასვის საკითხი ჯერაც ვერ გაიოფიციალურა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდს 10 ქულა აქვს და ლიდერია, მაგრამ ბოლო ტურში შინ „ვალენსიასთან“ ქულა აუცილებლად უნდა მოიპოვოს.

დღის ალბათ ყველაზე კარგი მატჩი ვალენსიაში შედგა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „ჩელსის“ უმასპინძლა. ვინც მოიგებდა მერვედფინალში გადიოდა, მაგრამ საბოლოოდ ფრე, 2:2 დაფიქსირდა, რამაც უფრო ინგლისელები ახეირა, ვიდრე ესპანელები. სხვათა შორის, „ღამურები“ საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, საოცარი მომენტებიც გაატანეს ქარს, პენალტიც ვერ გამოიყენეს და მსაჯის კომპენსირებულ დროში როდრიგომ ორიოდ მეტრიდან, როდესაც გოლი გარდაუვალი ჩანდა, გაურკვეველი მიმართულებით დაარტყა. თავის მხრივ, „ჩელსიც“ არ ყოფილა უსაქმოდ, რომელსაც ასევე ჰქონდა თავისი შანსები და სხვა თუ არაფერი, 82-ე წუთამდე იგებდა კიდეც და გამარჯვებასთან რეალურად უფრო ახლოს იყო, ვიდრე მისი ვიზავი.

ახლა ორივეს 8-8 ქულა აქვთ, „ვალენსია“ „ჩელსის“ ურთიერთშეხვედრებში სჯაბნის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბოლო ტურში ურთულესი საგარეო დაპირისპირება ელოდება „აიაქსთან“, ხოლო „ჩელსი“ პირიქით, ლონდონში აუტსაიდერ „ლილს“ დაუხვდება და წესით გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს.

„ვალენსია“ – „ჩელსი“ 2:2 (1:1) VIDEO

ვალენსია, „მესტალია“

მაყურებელი: 43 486

„ვალენსია“ (4-4-2): სილესენი; კოსტა (გამეირო 67), გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია; ტორესი (კოკელნი 74), პარეხო, ვასი, სოლერი (ლი 78); გომესი, როდრიგო

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

„ჩელსი“ (4-3-3): არიზაბალაგა; ჯეიმსი, ზუმა, კრისტენსენი, ასპილიკუეტა; ჟორჟინიო (ემერსონი 72), კანტე, კოვაჩიჩი; ვილიანი (მოუნთი 80), აბრაჰამი (ბატშუაი 46), პულიშიჩი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

გოლები: 1:0 სოლერი (40), 1:1 კოვაჩიჩი (41), 1:2 პულიშიჩი (50), 2:2 ვასი (82)

გაფრთხილება: ვასი (32), გარაი (54), გაბრიელ პაულისტა (87) - ჟორჟინიო (7), კანტე (73), არიზაბალაგა (78)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 13 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

„ლილი“ – „აიაქსი“ 0:2 (0:1) VIDEO

ლილი, „სტად პიერ-მორო“

მაყურებელი: 48 612

„ლილი“ (4-2-3-1): მაინანი; ჩელიკი, ჯალო, გაბრიელი, რეინილდო; სუმარე, ანდრე (რენატო სანჩესი 77); იკონე, იაზიჯი (რემი 82), ბამბა (არაუხო 72); ოსიმენი

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; დესტი, შურსი, მარტინესი, ტალიაფიკო; მაზრაუი (ალვარესი 46), ზიეჩი (დე იონგი 85), ვან დე ბეეკი; ლაბიადი (ლანგი 45), ტადიჩი, პრომესი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

გოლები: 0:1 ზიეჩი (2), 0:2 პრომესი (59)

გაფრთხილება: რეინილდო (29), ოსიმენი (37) - მაზრაუი (27)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 11 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

0.151704