ფეხბურთი

1:14 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" ფეხბურთელმა ერთ დღეს ორი თამაში ჩაატარა

„ლიონის“ თავდამსხმელმა ამინე გუირიმ ერთ დღეს ორ სხვადასხვა ტურნირზე ითამაშა. უნიკალური და მეტად იშვიათი ფაქტი დღეს დაფიქსირდა.

19 წლის ფრანგმა შემტევმა დღისით „ზენიტთან“ უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე 45 წუთი გაატარა მინდორზე, ხოლო საღამოს ჩვეულებრივ ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა სადებიუტო თამაში.

გუირი მოედანზე 83-ე წუთზე იოახიმ ანდერსენის ნაცვლად გამოჩნდა, მაგრამ საკუთარ გუნდს ვერაფერში დაეხმარა, რადგან ფრანგებმა რუსეთში 0:2 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111734