ფეხბურთი

17:47 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო ფელიქსი 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევი ჟოაო ფელიქსი 2019 წლის Golden Boy-ს გამარჯვებულია. ეს არის პრიზი, რომელსაც იტალიური გაზეთი Tuttosport-ი ყოველი წლის ბოლოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადასცემს.

ფელიქსმა ექსპერტებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად 332 ხმა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე პოზიცია „დორტმუნდის“ ფეხბურთელ ჯეიდონ სანჩოს (175 ხმა), ხოლო მესამე ადგილი „ლევერკუზენის“ თავდამსხმელ კაი ჰავერცს (75 ხმა) ერგო.

შეგახსენებთ, რომ ფელიქსი „ატლეტიკოში“ 126 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და „როხიბლნაკოში“ ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

აქვე გეტყვით, რომ შარშან ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ჰოლანდიელი მატიას დე ლიხტი დასახელდა.

0.125529