ფეხბურთი

12:51 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ სანჩოს გადაბირებაში დარწმუნებულია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ დორტმუნდის „ბორუსიის“ გარემარბის, ჯეიდონ სანჩოს გადაბირებას მოახერხებს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, საკუთარ რიგებში ჩარიცხავს - წერს The Telegraph.

გამოცემის ინფორმაციით, მანკუნიანელებს ნიჭიერი ინგლისელი ჭაბუკის ყიდვა გასულ ზაფხულსაც სურდათ, მაგრამ სანჩომ იუარა, რადგან „იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგაში არ მონაწილეობდა.

ახლა კი მას დორტმუნდელთა ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონია და მანჩესტერელებსაც ამ სიტუაციის გამოყენება უნდათ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანული კლუბი მას 100 მილიონ ევროდ აფასებს.

საინტერესოა, რომ მანჩესტერელთა გარდა, სანჩოს შეძენა მადრიდის „რეალს, „ბარსელონას,“ პსჟ-ს და „ლივერპულსაც“ სურთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11598