კალათბურთი

11:11 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„კლიპერსმა“ „დალასს“ მოუგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი შეხვედრა გაიმართა.

„კლიპერსმა“ გასვლაზე „დალასს“ 114:99 მოუგო. ლოს ანჯელესელები პირველი პერიოდის ბოლოსკენ დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ტეხასელები სულ მდევრის როლში იყვნენ. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო. პოლ ჯორჯს 26 ქულა ჰქონდა. ლუკა დონჩიჩმა 22 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. „კლიპერსი“ 13 მოგებით და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, ამავე კონფერენციაში მეოთხე პოზიციას „დალასი“ იკავებს.

„დენვერმა“ შინ „ვაშინგტონი“ 117:104 დაამარცხა. მეორე პერიოდის დასაწყისში დენვერი დაწინაურდა და მას შემდეგ ანგარიშით სულ წინ იყო. მკრაემ 21 ქულა მიითვალა. გრანტმა 20 ქულა. ნიკოლა იოკიჩს 8 ქულა და 20 მოხსნა ჰქონდა. 13 მოგებით და 3 მარცხით „დენვერი“ დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

„დალასი“ – „კლიპერსი“ 99:114 (27:34, 19:28, 31:31, 22:21)

https://www.youtube.com/watch?v=dgyPbIuNRZI

„დენვერი“ – „ვაშინგტონი“ 117:104 (25:23, 39:24, 22:22, 31:35)

https://www.youtube.com/watch?v=FbVpSex1KEY

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108435