ფეხბურთი

9:47 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი ისევ დაშავდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის, „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის შემდეგ (2:2), მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა,ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდის ბელგიელი ნახევარმცველის, ედენ აზარის ტრავმა, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს.

აზარი 68-ე წუთზე დაშავდა. მინდვრის დატოვებისას ის საგრძნობლად კოჭლობდა. „ისეთი ვითრებაა, შეიძლება აზარს ფეხი ნაღრძობი ჰქონდეს.“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ „რეალმაც“ და „პარი სენ-ჟერმენმაც“ უკვე მოიპოვეს პლეი ოფის საგზურები.

0.117079