ფეხბურთი

15:22 | 26.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი ნეიმარს: "ორ-სამ წელიწადში მხოლოდ შენ დაიკავებ ჩემს ადგილს"

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ნეიმარს „ბლაუგრანაში“ დაბრუნებას ურჩევს და ამბობს, რომ მხოლოდ ის დაიკავებს მის ადგილს.

France Football-ის ინფორმაციით, „ლივერპულთან“ „ენფილდ როუდზე“ განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ (0:4) არგენტინელმა ბრაზილიელ შემტევს წერილი გაუგზავნა.

„მინდა, რომ დაბრუნდე. მხოლოდ ერთად შეგვიძლია მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა. ორ-სამ წელიწადში მე წავალ და მხოლოდ შენ დაიკავებ ჩემს ადგილს“, - მისწერა ლეომ ნეიმარს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა „ბარსელონა“ 2017 წლის ზაფხულში დატოვა და ამჟამად „პარი სენ ჟერმენში“ თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110535