კალათბურთი

9:07 | 26.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის „ინდიანამ“ „მემფისი“ დაამარცხა

კალათბურთის ნაციონალური ასოციაციის მე-16 ტურის მატჩში, გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „მემფის გრიზლის“ უმასპინძლა და 126:114 (36:27, 31:29, 37:27, 22:3) დაამარცხა. ეს ინდიანაპოლისელთა მე-10 გამარჯვება გახლდათ მიმდინარე სეზონში. ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრიში მეექვსე ადგილზე არიან.

ბითაძემ პარკეტზე 7 წუთსა და 24 წამს დაჰყო. 4 ქულა (2 საჯარიმოდან) და ერთი მოხსნა მიითვალა. ორჯერაც დაჯარიმდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113962