ფეხბურთი

0:41 | 26.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ოქროს ბურთი" რა თქმა უნდა ვან დეიკს ეკუთვნის"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დარწმუნებულია, რომ „ოქროს ბურთი“ ვირჯილ ვან დეიკმა უნდა მოიგოს. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელს მისი შეგირდი საუკეთესო ფეხბურთელია.

„თუ „ოქროს ბურთს“ ამ თაობის საუკეთესო მოთამაშეს გადავცემთ, მაშინ ის ყოველთვის ლიონელ მესიმ უნდა მოიგოს. თუმცა, თუ 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელს უნდა გადაეცეს, მაშინ ვირჯილ ვან დეიკს უნდა მისცენ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ France Football-ი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს 2 დეკემბერს დაასახელებს და გამარჯვებულიც ოფიციალურად მაშინ გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119332