ფეხბურთი

19:42 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი: "ლამაზი ფეხბურთი კარგია, მაგრამ არ შეიძლება ფეხბურთელების თვისებების წინააღმდეგ წასვლა"

მიმდინარე სეზონში „იუვენტუსი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერჯერობით არცერთ ტურნირზე მარცხი არ განუცდია. მიუხედავად ჩინებული შედეგებისა (ტურინელები სერია A-ში ლიდერები არიან, 11 მოგება, 2 ფრე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი ოთხი ტურის შემდეგ გავიდნენ), მაურიციო სარის გუნდის მიმართ კრიტიკა არ წყდება.

საქმე ისაა, რომ „იუვენტუსის“ თამაშის ხარისხი საკმაოდ ცუდია და მაურიციო სარის სტილისგან ტურინელთა თამაში ძალიან შორს დგას. ამასთან დაკავშირებით იტალიელ სპეციალისტს კომენტარის გაკეთება მოუწია.

„მე არ ვკითხულობ სტატიებს ჩემი გუნდის შესახებ და არ ვუსმენ კრიტიკას. ლამაზი ფეხბურთის თამაში მეც მინდა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ფეხბურთელების თვისებები და შესაძლებლობები. ამიტომ, ვთამაშობთ შედეგზე. არ შეიძლება პირადი გემოვნების გამო გუნდის მახასიათებლების წინააღმდეგ წავიდეთ.

„ატლეტიკოსთან“ ურთულესი თამაში გველოდება. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჯგუფიდან უკვე გასულები ვართ, რადგან ეს უდიდესი შეცდომა იქნება. გვინდა ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ, ამიტომ უნდა მოვიგოთ. ვიცი, რომ ფრეც ხელს გვაძლევს, მაგრამ ჩემი გუნდები მოედანზე ფრისთვის და გოლის არგასაშვებად არ გადიან“, - თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსს“ ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზური გაფორმებული აქვს. „ატლეტიკოს“ კი სამი ქულით უსწრებს და 26 ნოემბერს ტურინში დაუხვდება. ამ გუნდთა მადრიდული დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128925