ფეხბურთი

18:07 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "მბაპეზე დიდი ხანია შეყვარებული ვარ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პსჟ-სთან მატჩამდე ისაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ კილიან მბაპეზე შეყვარებულია.

„დიდი ხანია მბაპეზე შეყვარებული ვარ. ის აქ მოვიდა, მაგრამ მეტოქის რანგში და ხვალ ჩვენს წინააღმდეგ ითამაშებს. მეტის თქმა არ შემიძლია.

როგორ უნდა მოვიგოთ პსჟ-სთან? ყველაფერი საჭიროა: გული, თავი, კონცენტრაცია და თამაში. ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია ყველასთვის, მათ შორის ბეილისთვის. ყველანი მზად უნდა ვიყოთ.

ნეიმარი ძირითადში იქნება? ჩემთვის არაფერი იცვლება, ჩვენ პსჟ-სთან სათამაშოდ სრულად მზად ვართ. დიდი თამაში იქნება“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, „რეალი“ – „პარი სენ ჟერმენის“ მატჩი სამშაბათს გაიმართება. ფრანგებს პლეი-ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ, მადრიდელებს - არა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112615