კალათბურთი

15:27 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო მოთამაშეა! (+VIDEO)

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას მეათე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. აღნიშნული ინფორმაცია ლიგის ვებგვერდმა გავრცელა.

„ბეტისთან“ შეხვედრაში გიორგიმ ორმაგი დუბლი შეასრულა - 24 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, რაც არამარტო თამაშში, არამედ მთლიანად ტურში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა. შესაბამისად, ტურის MVP-ის წოდებაც მოიპოვა.

შერმადინი ესპანურ კარიერაში ტურის საუკეთესო მოთამაშედ მეხუთედ დაასახელეს. წინა ოთხ ჯერზე ის „მორაბანკ ანდორას“ რიგებში გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122699