ფეხბურთი

19:56 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი "ვისლას" ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია

გიორგი მერებაშვილი პლოცკის „ვისლას“ ისტორიაში პოლონეთის ექსტრაკლასაში ლეგიონეთა შორის საუკეთესო ბომბარდირია. როგორც პლოცკელთა ვებგვერდი იტყობინება, „გურნიკთან“ გოლი ექსტრაკლასაში გიორგისთვის მე-19 გამოდგა და ხოსე კანტეს გაუთანაბრდა.

მერებაშვილზე და კანტეზე უკეთესი შედეგი „ვისლას“ რიგებში (იგუსლიხმება მხოლოდ ლეგიონერები) არავის ჰქონია. ჩვეებურს ამ მიღწევის ერთპიროვნულად დაპატრონებისთვის კიდევ ერთი გოლი გატანა სჭირდება, რადგან კანტე სამშობლოში დაბრუნდა და ამჟამად „ხიმნასტიკში“ ირჯება.

შეგახსენებთ, მერებაშვილი „ვისლაში“ 2016 წლიდან თამაშობს და სეზონურად მისი გოლების რაოდენობა ასეთია:

2016-2017 წლების სეზონი: 32 თამაში, 6 გოლი

2017-2018 წლების სეზონი: 29 თამში, 5 გოლი

2018-2019 წლების სეზონი: 31 თამაში, 6 გოლი

მიმდინარე სეზონი: 10 თამაში, 2 გოლი

ექსტრაკლასაში „ვისლას“ საუკეთესო ლეგიონერი გოლეადორების ჩამონათვალი კი შემდეგნაირია:

19 გოლი - გიორგი მერებაშვილი, ხოსე კანტე

14 გოლი - რიკარდინიო

9 გოლი - ნიკო ვარელა

5 გოლი - სეად ზილიჩი

0.113791