ძიუდო

13:45 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკას გრანდ სლემზე ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა! (+VIDEO)

იაპონიაში მიმდინარე ოსაკას გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე 24 წლის ჩვენებურმა 5 ბრძოლა მოიგო და საბოლოოდ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველი ძიუდოისტი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა სადაც ჯერ ჩინელი ჰებილიგ ბუ დაამარცხა, შემდეგ იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონ მაშუ ბეიკერს გაუმკლავდა. ბექამ მეოთხედფილანში აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევის აჯობა, რის შემდგომაც იაპონელი კენტა ნაგასავა დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი უზბეკ დავლატ ბობონოვს მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ოსაკას გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები ოთხი ძიუდოისტით გამოვიდა. ლაშა შავდათუაშვილი მეორე საშეჯიბრო დღეს ტურნირს ორთაბრძოლაში მიღებული ტრავმის გამო გამოეთიშა, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი კი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ და საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117592