ფეხბურთი

14:47 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს ტრავმა შესაძლოა სერიოზული გამოდგეს

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სერხიო აგუეროს კუნთის პრობლემა აქვს და პირველად დაკვირვებით შესაძლოა მძიმე ტრავმაც ჰქონდეს. არგენტინელმა თავდამსხმელმა დაზიანება 77-ე წუთზე მიიღო და მის ნაცვლად ესპანელმა გაბრიელ ჟეზუსი გამოიყვანა.

"სერხიოს ტრავმა შესაძლოა მძიმე იყოს, ასე ვფიქრობ. ხვალ ყველაფერი გვეცოდინება, მას კუნთი აწუხებს." - ციტირებს BBC Sports-ი გვარდიოლას სიტყვებს.

გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა საზარდულის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა. მიმდინარე სეზონში აგუერომ 16 მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო.

0.121314