კალათბურთი

11:16 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 6 ქულა და გამარჯვება "ორლანდოსთან"

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" შინ "ორლანდოს" 111:106 აჯობა. გოგა პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და სულ 14 წუთი ითამაშა. ამ დროში ბითაძემ გუნდს 6 ქულა, 2 მოხსნა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 4-დან სამი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას. მატში გადამწყვეტი ბოლო წუთები გამოდგა. 106:106 იყო ანგარიში, რის შემდეგაც მხოლოდ ინდიანაპოლისელებმა მოაგროვეს ხუთი ქულა და გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ფურნიემ ჩააგდო. "ინდიანაში" 25 ქულით და 9 მოხსნით საბონისი გამოირჩა.

"ინდიანა" 9 მოგებით და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121999