ფეხბურთი

2:11 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძემ ბელგიაში ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა (+VIDEO)

ბელგიის პროქსიმუმს ლიგის მე-16 ტურში გიორგი ბერიძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ჩვენებურის „ლოკერენი“ „ბეერსხოტს“ ეწვია და მე-80 წუთზე გაშვებული გოლით მარცხდებოდა.

თუმცა, მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე სტუმრებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, ბურთთან გიორგი მივიდა და უზადოდ დაარტყა - მართლაც ეფექტური გოლი გამოვიდა.

მატჩიც ფრედ, 1:1 დასრულდა, ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. ბერიძეს მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი დაუგროვდა, ხუთი პროქსიმუს ლიგაში ერთიც - ბელგიის თასზე.

რაც შეეხება „ლოკერენს“, 16 ტურის შემდეგ 14 ქულით რვა გუნდიან ლიგაში მხოლოდ მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.

0.128458