ფეხბურთი

13:28 | 23.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ "ბაიერნში" შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მიუნხენის „ბაიერნში“ შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა. ესპანელს ბოლო ხანს გერმანულ გიგანტს აქტიურად უკავშირებენ, მაგრამ პეპის გეგმები ამ ეტაპზე მხოლოდ „მანჩესტერ სიტის“ უკავშირდება.

„ძალიან მომწონს „ბაიერნი“, იქ საოცრად ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მათ იციან, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც პატივს სცემს იმას, რასაც ხელს მოაწერს. ფეხბურთში, როდესაც შედეგებს ვერ აღწევ, შეიძლება სამსახურიდან გაგათავისუფლონ. მაგრამ თუკი „სიტის“ უნდივარ, მეც მინდა დარჩენა. ვისი ბრალია ამ ჭორების დაწყება მედიის თუ კლუბის? არ ვიცი. იქნებ ერთმა ადამიანმა დაიწყო და შემდეგ ყველა აჰყვა.

მე არ მაინტერესებს „ბაიერნს“ უნდა თუ არა ჩემი წაყვანა, ჩემი სიყვარული ახლა „სიტის“ უკავშირდება. იგივეს ვიტყოდი „ბარსელონაზე“, რომელიც ჩემი სახლია. „სიტიში“ სამუდამოდ არ დავრჩები, მაგრამ მინდა, როდესაც წავალ, კარგი მოგონება დავტოვო“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელ სპეციალისტს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „ბაიერნში“ კი 2013-2016 წლებში უკვე მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114099