ფეხბურთი

22:18 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი: "ზამთარში ფეხბურთელების დაკარგვა არ გვინდა"

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არავის გაშვება უნდა და სურს მაქსიმალურად შეინარჩუნოს საკვანძო ბირთვი.

"განვითარება გვინდა და ეს ამჟამინდელი გუნდით უნდა მოვახერხოთ. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არავის გაშვების გეგმა არ გვაქვს, ჩვენი მიზანი ყველა შევინარჩუნოთ და შევეცდებით პირიქით გავაძლიეროთ შემადგენლობა." - განაცხადა როჯერსმა.

ბრენდანმა "მელიები" მიმდინარე წლის თებერვალში ჩაიბარა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ლესტერი" 12 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ასევე, 12 შეხვედრაში ყველაზე ცოტა გოლი (8) როჯერსის გუნდს აქვს გაშვებული. ს

0.118965