ფეხბურთი

21:52 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "პოჩეტინოს გაშვება ვერ დავიჯერე"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე მაურისიო პოჩეტინოს საქმიანობა "ტოტენჰემში" დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლება დიდი მოულოდნელობა იყო.

"მაურისიომ "ტოტენჰემში" ფანტასტიკური სამუშაო ჩაატარა. დიდებული პიროვნებაა და პრემიერლიგაში ჩემი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იყო. მწვრთნელისთვის ყველა საჭირო თვისება ჰქონდა, თუმცა მისი გაშვება მოულოდნელობა იყო. როდესაც ამის შესახებ გავიგე, ვერ დავიჯერე. იმედია, მომდევნო რამდენიმე კვირა კარგად დაისვენებს." - განაცხადა კლოპმა.

"ტოტენჰემმა" არგენტინელი სპეციალისტი 20 ნოემბერს გაათავისუფლა და მის ნაცვლად გუნდი ჟოზე მოურინიოს ჩააბარეს. პოჩეტინო "მამლებს" 2014/2019 წლებში წვრთნიდა.

0.519695