ფეხბურთი

13:44 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი გაუმზადა

იტალიური „მილანი“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებას ცდილობს. ორი დღის წინ „როსონერის“ ხელმძღვანელობა შვედის აგენტს, მინო რაიოლას შეხვდა და მოლაპარაკებები დაიწყეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, შავ-წითლების შეთავაზება მზადაა: 1..5-წლიანი კონტრაქტი და 6 მილიონი ევრო ხელფასის სახით.

„მილანი“ მზადაა ზლატანს მიმდინარე სეზონის ბოლომდე 2 მილიონი ევრო, ხოლო დამდეგ სრულ სეზონში 4 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი თავისუფალი აგენტია და „მილანის“ გარდა „ბოლონიაც“ ცდილობს მის შეძენას. სკანდინავიელი ლომბარდიული გრანდის ღირსებას 2010-2012 წლებში უკვე იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112741