ფეხბურთი

12:14 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვერ შევძელით დამშვიდობება" - პოჩეტინოს წერილი ფეხბურთელებს

მაურისიო პოჩეტინო „ტოტენჰემის“ ფეხბურთელებს პატარა, მაგრამ ემოციური წერილით დაემშვიდობა, რომელიც გასახდელში დატოვა.

„დიდი მადლობა ყველას. ჩვენ ვერ შევძელით დამშვიდობება. თქვენ სამუდამოდ დარჩებით ჩვენს გულებში“, - დაწერა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, პოჩეტინო „ტოტენჰემს“ 2014 წლიდან წვრთინდა, მაგრამ ორი დღის წინ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. მაურისიოს ადგილი „მამლების“ თავკაცის პოსტზე ჟოზე მოურინიომ დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110495